პარლამენტის პლენარული სხდომა მაკა ბოჭორიშვილის მოსმენით დაიწყება - ის პარლამენტში ინტერპელაციის წესით, პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნით მივა. მინისტრს გადაეგზავნა 19 კითხვა, რომლებიც ძირითადად ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასა და საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება.
საკითხებს შორის არის ევროკავშირთან კრიზისის გავლენა, საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები, ანტიდასავლური რიტორიკის შეფასება და საკანონმდებლო ცვლილებების შედეგები.