კახეთის პოლიციის დეპარტამენტის, სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიღნაღში, ბასრი საგნის გამოყენებით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიუსაფარი ცხოველი თავშესაფარში გადაიყვანეს სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.