ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დღეს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდება. გუშინ ის უკვე შეხვდა სახალხო დამცველსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. განხილვის მთავარი თემები საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების, მათ შორის პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მდგომარეობა იყო. კომისარი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობასაც გაეცნო. მინისტრ გელა გელაძესთან ერთად მან მიმდინარე რეფორმები განიხილა. ამჯერად რა საკითხებს დაეთმობა დრო პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე?