მაკა ბოჭორიშვილი - "ჩვენი ქმედებები არის სრულიად ლეგიტიმური ქმედებები, მიზანმიმართულად და განზრახ დავიცავით ამ ქვეყნის უსაფრთხოება, განზრახ დავიცავით ამ ქვეყნის სტაბილურობა" - Palitra News

მაკა ბოჭორიშვილი - "ჩვენი ქმედებები არის სრულიად ლეგიტიმური ქმედებები, მიზანმიმართულად და განზრახ დავიცავით ამ ქვეყნის უსაფრთხოება, განზრახ დავიცავით ამ ქვეყნის სტაბილურობა"

2026-04-15 16:00:10+04:00

რა ნაბიჯებს დგამს საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების დასაწყებად და რომელი რეკომენდაციები შესრულდა ევროკომისიის ანგარიშიდან - ამ და კიდევ 20 მდე კითხვას საპარლამენტო ტრიბუნიდან საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა უპასუხა. საკანონმდებლო ორგანოში პარტია "გახარია საქართველოსთვის" გუნდის მიერ ინტერპელაციის წესით დაბარებულმა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სიცრუეს უწოდა ინფორმაციას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე "ქართულმა ოცნებამ“ ცალმხრივი გადაწყვეტილებით შეაჩერა. მაკა ბოჭორიშვილის განმარტებით, ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესი არასდროს შეუჩერებია და პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წელს ბრიუსელის გადაწყვეტილებით შეჩერდა. საგარეო მინისტრმა თქვა ისიც, რომ საქართველო მზად არის აწარმოოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან, რისთვისაც საჭიროა მისივე სიტყვებით ევრობიუროკრატია ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას დაუბრუნდეს.