გიგა ავალიანის საქმის პროკურორი - არსებობს ალექსანდრე გაბაშვილსა და ანი ნასყიდაშვილს შორის მიმოწერა - ის ვრცელი და შინაარსიანია, ცალსახად დგინდება, როგორ საუბრობენ მოსალოდნელ თავდასხმაზე - Palitra News

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი - არსებობს ალექსანდრე გაბაშვილსა და ანი ნასყიდაშვილს შორის მიმოწერა - ის ვრცელი და შინაარსიანია, ცალსახად დგინდება, როგორ საუბრობენ მოსალოდნელ თავდასხმაზე

2026-04-15 16:16:28+04:00

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, ბრალდებულებთან: ანი ნასყიდაშვილთან და დემეტრე ჩიქოვანთან საპროცესო შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. დემეტრე ჩიქოვანს გამოძიება გიგა ავალიანის თავდასხმის მომზადებას, ხოლო ანი ნასყიდაშვილს შეუტყობინებლობას ედავება. როგორც პროკურორი აღნიშნავს, როდესაც ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს და დანაშაულს არ აღიარებს, ეს გამორიცხავს რაიმე მოლაპარაკების არსებობას მხარეებს შორის. გიგა ავალიანის მკვლელობის ცალკე გამოყოფილ საქმეზე, რომელიც დანაშაულის მომზადებას და დანაშაულის შეუტყობინებლობის ეხება, სასამართლო დღეს მსჯელობდა. გარდაცვლილი მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდადებულ ორ არასრულწლოვანს - ალექსანდრე გაბაშვილსა და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.