მასუდ ფეზეშქიანი - "ჩვენ კონფლიქტის გამწვავებას არ ვცდილობთ, თუმცა თავდაცვისთვის მზად ვართ" - Palitra News

მასუდ ფეზეშქიანი - "ჩვენ კონფლიქტის გამწვავებას არ ვცდილობთ, თუმცა თავდაცვისთვის მზად ვართ"

2026-04-15 16:22:00+04:00

ახლო აღმოსავლეთში ვითარება კვლავ დაძაბულია. მედიაში არაერთი ინფორმაცია ვრცელდება აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის სავარაუდო ჩანიშვნასთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპის განცხადებით, შესაძლოა, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები მომდევნო ორი დღის განმავლობაში განახლდეს. მისი თქმით, მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პაკისტანის არმიის მეთაური საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. საკითხზე ირანის მხარეს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია. თუმცა, ირანის პრეზიდენტი თავის მხრივ აცხადებს, რომ ქვეყანა კონფლიქტის გამწვავებას არ ცდილობს, თუმცა თავდაცვისთვის მზად არის. ამასთანავე, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა ირანული ნავთობის ნაწილზე დაწესებული სანქციები გასულ თვეში მოხსნა და ლიცენზია გამოსცა, რომლითაც ზღვებში მყოფი ტანკერებიდან ირანული ნავთობის გაყიდვა, გადაზიდვა ან გადმოტვირთვა 19 აპრილამდეა შესაძლებელი. ამ ფონზე კი, საერთაშორისო საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი. რა განცხადებებს ავრცელებენ მსოფლიო ლიდერები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით