ევროპა მუშაობს გეგმაზე, რომელიც ნატო-დან აშშ-ის შესაძლო გასვლას უკავშირდება - Palitra News

ევროპა მუშაობს გეგმაზე, რომელიც ნატო-დან აშშ-ის შესაძლო გასვლას უკავშირდება

2026-04-15 16:24:25+04:00

ევროპა მუშაობს გეგმაზე, რომელიც ნატო-დან აშშ-ის შესაძლო გასვლას უკავშირდება. როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ალიანსიდან შეერთებული შტატების გასვლის მუქარის ფონზე, ევროპელი ოფიციალური პირები სულ უფრო ხშირად განიხილავენ „ევროპული ნატოს“ გეგმას. საუბარია სარეზერვო გეგმაზე, რომელიც ევროპას მისცემს შესაძლებლობას საკუთარი უსაფრთხოება თავად უზრუნველყოს, ამავე დროს გამოიყენოს ნატო-ს არსებული სამხედრო სტრუქტურები იმ შემთხვევაში, თუ აშშ ბლოკს დატოვებს. მედია იუწყება, რომ აღნიშნულ ნაბიჯს მხარი დაუჭირა გერმანიამ და ამან განსაკუთრებული როლი ითამაშა. მიმდინარე თვეში, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს ნატო-დან აშშ-ის გასვლის შესაძლებლობას. ხოლო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიო, აღნიშნა, რომ ირანთან კონფლიქტის დასრულების შემდეგ ვაშინგტონი გადახედავს ალიანსში დარჩენის საჭიროებას.