პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს - რა კითხვები ჰქონდათ ოპონენტებს და რა პასუხი აქვს, მაკა ბოჭორიშვილის ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით?! - Palitra News

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს - რა კითხვები ჰქონდათ ოპონენტებს და რა პასუხი აქვს, მაკა ბოჭორიშვილის ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით?!

2026-04-15 20:40:10+04:00

პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს ინტერპელაციის წესით მოუსმინეს. საკანონმდებლო ორგანოში პარტია ,,გახარია საქართველოსთვის’’ გუნდის მიერ ინტერპელაციის წესით დაბარებულმა მინისტრმა სიცრუე უწოდა ინფორმაციას, რომ ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე ,,ქართულმა ოცნებამ’’ ცალმხრივი გადაწყვეტილებით შეაჩერა. საქართველოს პირველი დიპლომატი მიიჩნევს, რომ სანქციები უსამართლო დამოკიდებულების ნათელი მაგალითია. ბოჭორიშვილის განმარტებით, მიღებული რეზოლუციეი და გაკეთებული განცხადებები ევროკავშირის ხელში, საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგზე გავლენის მოხდენის ინსტრუმენტია. რა კითხვები ჰქონდათ ოპონენტებს და რა პასუხი აქვს, მაკა ბოჭორიშვილის ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით?!