ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენლები ეკონომიკის ექსპერტებს შეხვდნენ. შეხვედრა დახურულ ფორმატში წარიმართა. განსახილველი საკითხი კი პროდუქტების ფასებს შეეხებოდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიისთვის კომენტარები გაკეთდა. როგორც ცნობილია, ალიანსმა ყურადღება გაამახვილა ხელისუფლების მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიაზე, რომლის მიზანიც ფასების რეგულირება და ბაზრის კონტროლია. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ კომისიას რეალური შედეგები არ აქვს. მხარეებმა დღევანდელ შეხვედრაზე ეკონომიკის ექსპერტებთან ერთად იმსჯელეს, რა მექანიზმები შეიძლება ამოქმედდეს, რათა ფასები შემცირდეს და მოსახლეობაზე ზეწოლა შემსუბუქდეს.