21 აპრილს ევროპული გაერთიანების წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში დახურულ კარს მიღმა შეიკრიბებიან და პოზიციებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაცვლიან - Palitra News

21 აპრილს ევროპული გაერთიანების წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში დახურულ კარს მიღმა შეიკრიბებიან და პოზიციებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაცვლიან

2026-04-16 09:33:23+04:00

ევროკავშირი 21 აპრილის მინისტერიალისთვის ემზადება. ევროპული გაერთიანების წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში დახურულ კარს მიღმა შეიკრიბებიან და პოზიციებს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაცვლიან. დღის წესრიგის მთავარ თემას ისევ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღდმეგ წარმოებული ომი წარმოადგენს. ევროკავშირის მინისტერიალს განსაკუთრებულ კონტექსტს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება სძენს - ეს იქნება პირველი სხდომა მას შემდეგ რაც უნგრეთში ვიქტორ ორბანი დამარცხდა და ქვეყნის სათავეში ახალი ხელისუფლების მოსვლის პროცესი დაიწყო. ამ ეტაპზე ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება - ვინ იქნება უნგრული დელეგაციის ხელმძღვანელი, ქვეყნის ჯერ კიდევ მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი, პეტერ სიიარტო თუ ვინმე სხვა. რაც შეეხება საქართველოს - უკვე ცნობილია რომ 21 აპრილის სხდომაზე ევროპელი დიპლომატები საქართველოს საკითხსაც განიხილავენ. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, სანამ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ კურსს მიჰყვება, იქამდე ევროპული მხარისგან დადებითი სიგნალები მოსალოდნელი არაა.