საქართველოს პარლამენტმა „გრანტების შესახებ" კანონში ცვლილება 72 ხმით დაამტკიცა. განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობდა. ცვლილების თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ძალის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან გამომდინარეობს. ქართული ოპოზიცია ფიქრობს, რომ ცვლილება უკვე არსებული კანონის შემსუბუქებას არ ნიშნავს. მათი განცხადებით, მმართველი გუნდი ისევ ძალაში ტოვებს ყველა იმ რეგულაციას, რომელიც მათი განცხადებით, არასამთავრობო სექტორის გაქრობას ემსახურება.