რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა - Palitra News

რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა

2026-04-16 09:41:37+04:00

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით შეუტიეს, რის შედეგადაც ერთი ბავშვი და ერთი ქალი დაიღუპა. კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, დაშავებულია, სულ მცირე, 18 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის რამდენიმე მედიკოსიცაა. რუსებმა შეტევა განახორციელეს დნიპროზეც, რამაც ხანძარი გამოიწვია. დაიღუპა ორი ადამიანი და 27 დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქში საცხოვრებელი შენობები, ავტოფარეხები და ავტომობილები იწვის. დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება.