რუსებმა ოდესას რაკეტებით და დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 8 ადამიანი და 16 - დაშავდა - Palitra News

რუსებმა ოდესას რაკეტებით და დრონებით დაარტყეს, დაიღუპა 8 ადამიანი და 16 - დაშავდა

2026-04-16 10:20:21+04:00

რუსული ძალების მიერ უკრაინის ქალაქ ოდესაზე რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგი ლისაკის განცხადებით, დარტყმების შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობა ხაჯიბეის რაიონში. ამასთან, აფეთქების ტალღამ რამდენიმე შენობაში 300-ზე მეტი ფანჯარა ჩაამსხვრია.

მოგვიანებით, ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად, დაზიანდა საპორტო, კრიტიკული და საცხოვრებელი ინფრასტრუქტურის ობიექტები.