ლიბანის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი - ლიბანს ისრაელთან რაიმე სახის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს - Palitra News

ლიბანის პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი - ლიბანს ისრაელთან რაიმე სახის მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია არ აქვს

2026-04-16 11:23:26+04:00

ლიბანს არ აქვს ინფორმაცია ისრაელთან რაიმე სახის მომავალი კონტაქტის შესახებ, - ამის შესახებ ლიბანის პრეზიდენტის ოფისის ოფიციალურმა პირმა BBC-ს განუცხადა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლიბანისა და ისრაელის ლიდერები მოლაპარაკებებს გამართავენ, რაც ათწლეულების შემდეგ პირველად მოხდება.

„ვცდილობ, ისრაელსა და ლიბანს შორის ცოტაოდენი „სასუნთქი სივრცე“ შეიქმნას. დიდი ხანია, რაც ორ ლიდერს ერთმანეთთან არ უსაუბრია. დაახლოებით 34 წელია. ეს ხვალ მოხდება. მშვენიერია!“ - დაწერა ტრამპმა.