„ჰეზბოლა“ - ისრაელის მიმართულებით რაკეტები გავუშვით - ეს პასუხი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ისრაელ-ამერიკის აგრესია არ შეწყდება - Palitra News

„ჰეზბოლა“ - ისრაელის მიმართულებით რაკეტები გავუშვით - ეს პასუხი გაგრძელდება მანამ, ვიდრე ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ ისრაელ-ამერიკის აგრესია არ შეწყდება

2026-04-16 11:58:47+04:00

დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ დღეს დილით ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაისროლა.

BBC-ის ინფორმაციით, Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში დაჯგუფება აცხადებს, რომ მათი სამიზნე ჩრდილოეთ ისრაელში, ლიბანის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქები: კირიათ-შმონა, კფარ-გილადი, მისგავ-ამი და მარგალიოტი იყვნენ.

„ეს პასუხი გაგრძელდება მანამ, სანამ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ ისრაელ-ამერიკის აგრესია არ შეწყდება“, - აღნიშნულია „ჰეზბოლას“ განცხადებაში.