ორბანის მეტოქის გამარჯვება და ქართული ოპოზიცია – რა გეგმები აქვთ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში - Palitra News

ორბანის მეტოქის გამარჯვება და ქართული ოპოზიცია – რა გეგმები აქვთ ქართულ ოპოზიციურ სპექტრში

2026-04-16 12:37:32+04:00

უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებზე ვიქტორ ორბანის მეტოქის გამარჯვებისა და ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოშიც ხელისუფლების ცვლილების შესაძლებლობაზე კვლავ ალაპარაკდნენ. ქართული ოცნების ოპონენტები ამბობენ, რომ არჩევნები არის ქვეყნისთვის სტაბილური და მშვიდობიანი გზა დემოკრატიული ცვლილებების მოსაპოვებლად და ახლა ოპოზიციას მართებს მობილიზება და სწორი სტრატეგიის შემუშავება. შესაძლებელია თუ არა უნგრეთსა და საქართველოს შორის ანალოგიებზე საუბარი ? ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ თუკი საარჩევნო გარემოს კუთხით მოცემულობა არ შეიცვალა, უნგრეთის მაგალითი ვერაფერს მოიტანს.