პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილე გიორგი ხაინდრავასა და ბურჭულაძის ცოლის ძმას ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმებაზე ისევ უარს ეუბნება. ერთადერთი გამონაკლისი თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ ღუდუშაურია. მასსა და პროკურატურას შორის მიღწეულ შეთანხმებას სასამართლო უახლოეს პერიოდში დაამტკიცებს. ამ წუთებში კი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოთხივე ბრალდებულის სხდომა მიმდინარეობს, სახელმწიფო ბრალდება ჯუანშერ ბურჭულაძისთვის იმ ქონების ჩამორთმევას ითხოვს, რომელიც, გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული.