„ინოვაცია, ერთიანობა და ტრანსფორმაცია: ახალგაზრდები ქმნიან გზას 2030 წლისკენ“ - ნიუ-იორკში გაეროს მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდობის ფორუმზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით, საქართველოში განხორციელებულ ინიციატივებზე ისაუბრა. ფორუმი გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა და ის მიზნად ისახავდა 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობას და ამ პროცესში ახალგაზრდების როლის გაძლიერებას.