ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გაუპატიურების ბრალდებით 1988 წელს დაბადებული პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა და მისი ნების საწინააღმდეგოდ სქესობრივი კავშირი დაამყარა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ე.დ. ბრალდებულის სახით დააკავეს. დანაშაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.