დროებითი ზავის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ – რას აცხადებენ თეირანში და ვაშინგტონში - Palitra News

დროებითი ზავის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ – რას აცხადებენ თეირანში და ვაშინგტონში

2026-04-16 12:45:29+04:00

დროებითი ზავის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ – რას აცხადებენ თეირანი და ვაშინგტონი ----- ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა კვლავ გრძელდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პაკისტანის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში არაღჩიმ მადლობა გადაუხადა პაკისტანს აშშ-თან მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის, რაც, მისი თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობის სიღრმესა და სიმტკიცეს ასახავს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაკისტანის მთავარი მომლაპარაკებელი, არმიის ფელდმარშალი ასიმ მუნირი თეირანში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გზავნილით ჩავიდა. ამავდროულად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის დროებითი ზავი, შესაძლოა, კიდევ 14 დღით გაგრძელდეს.