რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებაზე - ეს არ მოხდება - მიგვაჩნია, რომ უკრაინამ ყველა პირობა უნდა შეასრულოს - Palitra News

რადოსლავ სიკორსკი ევროკავშირში უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებაზე - ეს არ მოხდება - მიგვაჩნია, რომ უკრაინამ ყველა პირობა უნდა შეასრულოს

2026-04-16 13:24:16+04:00

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ის უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანების იდეას ეწინააღმდეგება და მიიჩნევს, რომ კიევმა გაწევრიანების პროცესი სრულად უნდა გაიაროს.

სიკორსკის დაუსვეს შეკითხვა უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტია „ტისას“ ლიდერის, პეტერ მადიარის პოზიციის შესახებ რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას მხარს არ უჭერს.

სიკორსკი მადიარის სიტყვებს დაეთანხმა და განაცხადა, რომ მისი ქვეყნის პოზიცია იგივეა. ის თვლის, რომ უკრაინამ სრულად უნდა გაიაროს ევროპული ინტეგრაციის პროცესი.

„ის აცხადებს იმას, რაც ჩვენი პოზიციაცაა. ევროკომისიაში დაჩქარებული გაწევრიანების იდეა გაჩნდა. ეს არ მოხდება. მიგვაჩნია, რომ უკრაინამ ყველა პირობა უნდა შეასრულოს. რა თქმა უნდა, იქნება მოლაპარაკებების რთული სფეროები, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და ტრანსპორტი“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.