ერთი მილიონი ტურისტული ვიზიტი სამ თვეში. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს მონაცემებს, რომლის თანახმადაც საქართველოში ახალი რეკორდი დაფიქსრიდა და მხოლოდ იანვარ-მარტში 1 მლნ ტურისტული ვიზიტი შედგა. უფრო ზუსტად კი 997 529, რაც 4%-ით ანუ 38 582 ვიზიტით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამავე ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში 1 300 505 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით -1.1%-ით ანუ 14 323 ვიზიტით ნაკლებია. 3 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან დაფიქსირდა და 238 368 შეადგინა. ვიზიტორთა ტოპ 15-ში მეზობელ ქვეყნებთან ერთად არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, პოლონეთი, ისრაელი, ყაზახეთი, ჩინეთი, ინდოეთი და სხვა მიზნობრივი ქვეყნები. 2026 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და 96 226 ვიზიტი შეადგინა, რაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 30.2%-ით მეტია. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი სტრატეგიული ბაზრებიდან: როგორიც არის ჩინეთი +48.6%; ამერიკის შეერთებული შტატები +19.3%; კორეის რესპუბლიკა +67.2% და შვეიცარია +33.7%. ირანში მიმდინარე ომი ნეგატიურად აისახა რამდენიმე ქვეყნიდან, საქართველოში ვიზიტორების მაჩვენებელზე, თუმცა, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, ვიზიტორების რაოდენობა წლიურად მაინც გაზრდილია,“ - ვკითხულობთ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ირანში მიმდინარე ომი და გაუქმებული ფრენები ნეგატიურად აისახა ვიზიტორების მაჩვენებელზე ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის ირანი, საიდანაც ვიზიტორების რაოდენობა 48.8%-ით შემცირდა; ინდოეთიდან ვიზიტორების რაოდენობა შემცირდა -29.5%-ით, ხოლო ისრაელიდან -17.5%-ით შემცირდა. თუმცა, ტურიზმის ადმინისტრაციის მონაცემებით, 2026 წლის 1-ელ კვარტალში, ჯამში, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ფიქსირდება ვიზიტორთა 8.2%-იანი ზრდა.