ევროკავშირში 21 აპრილს დაგეგმილი მინისტერიალისთვის მზადება მიმდინარეობს. ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხს განიხილავენ და საერთო პოზიციების ჩამოყალიბებას შეეცდებიან. დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად კვლავ რჩება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი. მინისტერიალს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს ის გარემოებაც, რომ იგი უნგრეთში მიმდინარე პოლიტიკური ცვლილებების ფონზე იმართება. რაც შეეხება საქართველოს, ცნობილია, რომ 21 აპრილის სხდომაზე ევროპელი დიპლომატები საქართველოს თემასაც შეეხებიან. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, სანამ საქართველოს ხელისუფლება ანტიდასავლურ კურსს მიჰყვება, იქამდე ევროპული მხარისგან დადებითი სიგნალები მოსალოდნელი არაა.