გიორგი შარაშიძე - უნგრეთის მაგალითმა დაადასტურა, რომ ავტოკრატიების დამარცხება შესაძლებელია არჩევნების გზით და არჩევნების დისკრედიტაცია და მარგინალიზება, იყო პოლიტთაღლითური ავანტიურა და დანაშაული - Palitra News

გიორგი შარაშიძე - უნგრეთის მაგალითმა დაადასტურა, რომ ავტოკრატიების დამარცხება შესაძლებელია არჩევნების გზით და არჩევნების დისკრედიტაცია და მარგინალიზება, იყო პოლიტთაღლითური ავანტიურა და დანაშაული

2026-04-16 15:57:46+04:00

უნგრეთში, ვიქტორ ორბანის არჩევნების გზით დამარცხების მაგალითმა, ქართული ოპოზიციისთვის საქართველოში ხელისუფლების ელექტორალური გზით ცვლილების შესაძლებლობის საკითხი გააქტიურა. ხელისუფლების ოპონენტები თანხმდებიან, რომ არჩევნები ქვეყნისთვის დემოკრატიული ცვლილებების მოსაპოვებლად სტაბილური და მშვიდობიანი გზაა, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ ამის მისახვედრად, უნგრეთის ან სხვა ქვეყნების გამოცდილება არ სჭირდებათ. მეორე ნაწილი კი -უნგრეთსა და საქართველოს შორის ანალოგიებზე საუბრის აზრს ვერ ხედავს და ორივე სახელმწიფოში განსხვავებულ პოლიტიკურ მოცემულობაზე აქცენტირებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საქართველოში არც ნეპალის შემოდგომა დადგება და არც უნგრული გაზაფხული, რადგან მათივე თქმით, ოპონენტების სურვილი რადიკალიზმი და საქართველოში რევოლუციური სცენარის განვითარებაა - ხელისუფლების ცვლილების საერთო სურვილი, თუმცა განსხვავებული ხედვები.