„ძლიერი საქართველო-ლელო’’ -ს კოალიციაში ამბობენ, რომ „ქართული ოცნება“ მუნიციპალიტეტებში ე.წ. ოპოზიციურ ფრაქციებს ქმნის და ამას დამატებითი შემოსავლის მისაღებად იყენებს. „ძლიერი საქართველო - ლელო" მოქალაქეებს მოუწოდებს, შესაძლო კორუფციული ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან სამუშიას განცხადებით, ქართული ოცნება ამ ტიპის მანიპულაციების ხარჯზე მდიდრდება, რაც მანკიერი პრაქტიკაა და უნდა აღმოიფხვრას.