რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი ოთხამდე, დაშავებულების კი 54-მდე ადამიანია - Palitra News

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი ოთხამდე, დაშავებულების კი 54-მდე ადამიანია

2026-04-16 16:13:53+04:00

რუსეთის მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე თავდასხმის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი ოთხამდე, დაშავებულების კი 54-მდე გაიზარდა. უკრაინული მედიის თანახმად, მსხვერპლთა შორის ერთი ბავშვია. მოსკოვის მერის, ვიტალი კლიჩკოს თქმით, პოდოლსკის რაიონში არასაცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ნამსხვრევები რამდენიმე ადგილას ჩამოცვივდა. ხანძარი გაჩნდა საცხოვრებელ კორპუსში. ასევე დაზიანდა კიდევ ერთი მრავალსართულიანი შენობა. ნამსხვრევებმა ასევე ნაწილობრივ დააზიანა სამსართულიანი მინი-სასტუმრო და დააზიანა მიმდებარე შენობები. რაკეტის ნამსხვრევები 16-სართულიანი საცხოვრებელი შენობის მეექვსე სართულს დაეცა. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა დასძინა, რომ გაჩერებულ მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა, რამაც ახლომდებარე საწყობი, საბურავების სახელოსნო და მაღაზია დააზიანა. აღნიშნულთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა და განმარტა, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებების ფონზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებისგან მხარდაჭერა გაძლიერდეს.