დონალდ ტრამპი - ისტორიული დღე ლიბანისთვის, კარგი რაღაცები ხდება - Palitra News

დონალდ ტრამპი - ისტორიული დღე ლიბანისთვის, კარგი რაღაცები ხდება

2026-04-17 08:58:13+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ლიბანისთვის ისტორიული დღეა. „შესაძლოა, ლიბანისთვის ისტორიული დღე იყოს. კარგი რაღაცები ხდება!!!“- დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

მანამდე გამოქვეყნებულ პოსტში აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „იმედი აქვს, „ჰეზბოლა“ ამ მნიშვნელოვან პერიოდში კარგად და მშვენივრად იმოქმედებს“.

ცნობისთვის, ისრაელსა და ლიბანს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ადგილობრივი დროით 00:00 საათზე (თბილისის დროით 01:00 საათზე) ამოქმედდა.