21 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ - Palitra News

21 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

2026-04-17 09:32:00+04:00

21 აპრილს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. დღის წესრიგი მიხედვით, დაგეგმილ მინისტერიალზე მინისტრები აზრს გაცვლიან, სამხრეთ კავკასიაზე, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებსა და მათ შორის საქართველოში არსებულ ვითარებაზე. ამ საკითხებთან ერთად, ერთ-ერთ მთავარ თემად კვლავ რჩება რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ მინისტერიალზე საქართველოს მიმართ იქნება კრიტიკული შეფასებები, ვინაიდან ქართული ოცნება არ ცვლის ქვეყნის პოლიტიკას. თვლიან, რომ ისეთივე მძიმე იქნება შეფასებები როგორიც ანგარიშებში იხილეს. მმართველ გუნდში ამტკიცებენ, რომ სახეზეა საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება.