პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და დიპლომატებან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა - Palitra News

პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და დიპლომატებან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა

2026-04-17 09:34:23+04:00

ერთიანი და მომავალზე ორიენტირებული პარტნიორობის სადემონსტრაციოდ, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან და დიპლომატებან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. „ევროპის გუნდის“ (Team Europe) ვიზიტი მიზნად ისახავდა საქართველოს რეგიონული განვითარების, ეკონომიკური კეთილდღეობისა და დემოკრატიული სიცოცხლისუნარიანობის მტკიცე მხარდაჭერას და ამ მიზნის კიდევ ერთხელ დადასტურებას.

ვიზიტმა, რომელშიც მონაწილეობდნენ ელჩები და დიპლომატები ავსტრიიდან, დანიიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, უნგრეთიდან, ლიეტუვიდან, ნიდერლანდებიდან და შვედეთიდან, ხაზი გაუსვა საერთო ევროპულ მისწრაფებას - რაც გულისხმობს გრძელვადიან ინვესტიციას ადამიანებში, ახალ შესაძლებლობებსა და ინკლუზიურ ზრდას საქართველოს რეგიონებში. მისიის მთავარი მიზანი იყო იმის ჩვენება, თუ როგორ აისახება ევროკავშირი-საქართველოს პარტნიორობა კონკრეტულ შედეგებში: ახალგაზრდების გაძლიერებაში, ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერაში, თემების განმტკიცებასა და ისეთი რეგიონების მდგრად განვითარებაში, როგორიც ქვემო ქართლია.