პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია „ქართულ ოცნებას“ კორუფციულ ქმედებებში ადანაშაულებს. ოპოზიციონერი ამტკიცებს, რომ ხელისუფლება დამატებითი ფინანსების მიღებას ცდილობს მოქალაქეების ხარჯზე. ლევან სამუშიამ ყურადღება გაამახვილა მუნიციპალიტეტებში შექმნილ ოპოზიციურ ფრაქციებზე. მისი განცხადებით, მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პირების გამოყენებით თავადვე აყალიბებს „ოპოზიციურ“ ჯგუფებს, რომლებიც რეალურად ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებული. სამუშიას განმარტებით, სქემა გამოიყენება დამატებითი დაფინანსების მისაღებად და გამდიდრებისთვის.