დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები წამალს ისევ უშედეგოდ ელიან - მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და მისგან კონკრეტული პასუხის მოსმენას ითხოვენ - Palitra News

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები წამალს ისევ უშედეგოდ ელიან - მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და მისგან კონკრეტული პასუხის მოსმენას ითხოვენ

2026-04-17 09:36:47+04:00

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვები წამალს ისევ უშედეგოდ ელიან. მშობლები პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და მისგან კონკრეტული პასუხის მოსმენას ითხოვენ. აინტერესებთ, როდის შემოიტანს სახელმწიფო მათი შვილების სიცოცხლისთვის აუცილებელ წამალს. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები და მათი მშობლები 15 აპრილს მთავრობის ადმინისტრაციაში არ შეუშვეს. განცხადების დასაწერად და ამბის გასარკვევად, შენობაში შესვლის ნება მხოლოდ 3 მშობელს დართეს. როგორც მშობლები აცხადებენ, თითქმის 2 თვეა უშედეგოდ ცდილობენ საკუთარ შვილებს დაეხმარნონ. როგორც განმარტავენ, უშედეგო იყო მანამდე ჯანდაცვის მინისტრთან გამართული არაერთი შეხვედრაც, აქედან გამომდინარე მიხეილ სარჯველაძეს უნდობლობას უცხადებენ და მასთან შეხვედრაზეც უარს ამბობენ.