თეატრმა "სახელოსნო 42" - მა მაყურებელს ახალი სპექტაკლი წარუდგინა - Palitra News

თეატრმა "სახელოსნო 42" - მა მაყურებელს ახალი სპექტაკლი წარუდგინა

2026-04-17 09:58:29+04:00

თეატრმა "სახელოსნო 42" - მა მაყურებელს ახალი სპექტაკლი წარუდგინა. „იატაკქვეშეთის ადამიანი“ - ასე ჰქვია ლევან წულაძის ახალ სპექტაკლს, რომელიც რუსი მწერლის, ფიოდორ დოსტოევსკის ნაწარმოების მიხედვით დაიდგა. ეს არის ამბავი განათლებულ ადამიანზე, რომელმაც გარე სამყაროს კარი გამოიკეტა და ცხოვრება იატაკქვეშეთში დაიწყო. იატაკქვეშეთი კი ამ შემთხვევაში ამავდროულად სულის მდგომარეობის სიმბოლოსაც წარმოადგენს.