საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების დელეგაციის წევრები. ისინი უკვე შეხვდნენ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. ქართული ოცნება შეხვედრას კონსტრუქციულად და პოზიტიურად აფასებს. მხარეებმა განიხილეს როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირისათვის მნიშვნელოვანი საკითხები და შეთანხმდნენ, რომ რთული თემების მიუხედავად, დიალოგი აუცილებელია. ოპოზიცია ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე პარტნიორების ვიზიტს მიესალმება. მაგდა ბლუაშვილი გვეტყვის, როგორ აფასებენ მხარეები, საერთაშორისო პარტნიორებთან შეხვედრებს.