მსჯავრდებულების, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლომ შესაძლოა, დღეს განაჩენი გამოაცხადოს.. დღევანდელ პროცესზე მსჯავრდებულებმა საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებენ, რის შემდეგაც, მოსამართლე თეა ლეონიძე განაჩენის გამოსატანად, სათათბიროდ გავა. გასულ სხდომაზე კი ადვოკატების ნაწილმა დასკვნითი სიტყვები წარმოთქვეს. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი გასაჩივრებული აქვს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს.