შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში მცხოვრებ ნაცნობს ცივი იარაღის დემონსტრირებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვა. ბრალდებულმა შემთხვევის ადგილზე შეტყობინების საფუძველზე გამოცხადებულ სამართალდამცველებს დანის გამოყენებით წინააღმდეგობა გაუწია. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.