ქვემო ქართლში ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს - Palitra News

ქვემო ქართლში ჯგუფური ქურდობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

2026-04-17 12:42:22+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, 4 პირი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა დროს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები მოიპარეს, საიდანაც 10 000 ლარამდე თანხას დაეუფლნენ. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.