ბექა დავითულიანი მარიამ მეყანწიშვილთან დაპირისპირებაზე - არავისთვის მიჩივლია, ჩემ მიერ ვერცერთ უწყებაში შეტანილ ვერავითარ სარჩელს ვერ წარმოადგენენ, ეს არის მტკნარი ტყუილი - Palitra News

ბექა დავითულიანი მარიამ მეყანწიშვილთან დაპირისპირებაზე - არავისთვის მიჩივლია, ჩემ მიერ ვერცერთ უწყებაში შეტანილ ვერავითარ სარჩელს ვერ წარმოადგენენ, ეს არის მტკნარი ტყუილი

2026-04-17 12:43:32+04:00

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სამოქალაქო აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილის წინააღმდეგ ძველი თბილისის მთავარ სამმართველოში საჩივარი შეიტანა.

როგორც ბექა დავითულიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, არავისთვის უჩივლია და „ვერც ერთ უწყებაში მის მიერ შეტანილ საჩივარს ვერ წარმოადგენენ“.

„არსად არავისთვის არ მიჩივლია. ეს ისეთივე მტკნარი ტყუილია, როგორც მათი ვითომცდა პატრიოტიზმი.

ამ ადამიანებმა 9 აპრილს მოწყობილი მდარე პროვოკაციით საზოგადოებისგან მათთვის სასურველი რეაქცია ვერ მიიღეს და ახლა ახალი ტყუილით სურთ თუნდაც მინიმალური ემპათიის მოპოვება და თავის მსხვერპლად წარმოჩენა.

ვერცერთ უწყებაში შეტანილ ვერავითარ ჩემს სარჩელს ვერ წარმოადგენენ, რადგან ასეთი ბუნებაში არ არსებობს.

თუ ჩივილი სურს ამ ქალბატონს, საქართველო სამართლებრივი ქვეყანაა, მას ამის სრული უფლება აქვს და ყოველგვარი წინმსწრები სპექტაკლების გარეშე შეუძლია მიმართოს ამ ინსტიტუციას“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცნობისთვის, 9 აპრილის მემორიალთან საკრებულოს წევრ ბექა დავითულიანსა და სამოქალაქო აქტივისტ მარიამ მეყანწიშვილს შორის დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებას ადგილი მას შემდეგ ჰქონდა, რაც მარიამ მეყანწიშვილმა მას „მოღალატე“ და „რუსი“ უწოდა.