ალუდა ღუდუშაური - ვერასდროს ვერანაირი ზახაროვას და ჩრდილოელი ოკუპანტის წარმომადგენლის განცხადება ვერ იქნება სისრულეში მოყვანილი - შეიძლება ცოტანი ვართ, მაგრამ ქართველები და ღირსებით სავსე ერი ვართ, ჩვენ ვმოქმედებთ პრაგმატულად! - Palitra News

ალუდა ღუდუშაური - ვერასდროს ვერანაირი ზახაროვას და ჩრდილოელი ოკუპანტის წარმომადგენლის განცხადება ვერ იქნება სისრულეში მოყვანილი - შეიძლება ცოტანი ვართ, მაგრამ ქართველები და ღირსებით სავსე ერი ვართ, ჩვენ ვმოქმედებთ პრაგმატულად!

2026-04-17 15:46:54+04:00

თუკი საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება და ევროკავშირში გაწევრიანდება რუსული მხარე ავიამიმოსვლოს შეწყვეტით, მკაცრი სავიზო რეჟიმის დაწესებითა და არამეგობრული ქვეყნების სიაში შეყვანით იმუქრება. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, საქართველო დააკარგავს შეღავათიან სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და დსთ-ის ქვეყნებთან. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ოკუპანტი სახელწიფოს წარმომადგენლების განცხადებები საქართველოს მომავალზე გავლენას ვერ იქონიებს და ვერ იქნება სისრულეში მოყვანილი. ოპოზიციაში კი ამვობენ , რომ ქართული ოცნება ევროკავშორში გაწევრიენების ილუზიას ქმნის და სინამდვილეში სწორედ რუსული ინტერესების შესაბამისად მოქმედებს.