ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო, ამავდროულად, ვხედავთ, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება თავად ევროკავშირი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე - „მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსოფლიოში ახლა ორი ომი მიმდინარეობს და გლობალური ლანდშაფტი ამჟამად, გეოპოლიტიკური დაძაბულობით ხასიათდება. კობახიძის შეფასებით, ევროკავშირი - კეთილდღეობის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით სერიოზულ გამოწვევებს განიცდის.