ოპოზიცია ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლის აუცილებლობაზე კვლავ აპარაკდა. ქართული ოცნების ოპონენტებს უნგრეთის მაგალითმა გაუმყარა რწმენა, რომ არჩევნებში გამარჯვების მოპოვება საქართველოშიც შესაძლებელია. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა აუცილეელია სწორი სტრატეგია და ბრძლა სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად. ხელისუფლების წარმომადგენლებს ოპონენტების შესაძლებლობების არ სჯერათ. ამბობენ, რომ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის რესურსი არც არჩევნების და არც რევოლუციის გზით არ გააჩნია.