ირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა - Palitra News

ირაკლი კობახიძე ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

2026-04-17 18:05:26+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში ეუთოს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა ეუთოს გენერალურ მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.„პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობის მტკიცე ერთგულება დემოკრატიული პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვისა და კანონის უზენაესობისადმი.ხაზი გაესვა საერთაშორისო თანამშრომლობისა და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის მნიშვნელობას, განსაკუთრებით მზარდი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. პრემიერმა საერთაშორისო პარტნიორებთან ღია დიალოგისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ეუთოს ერთგულ და აქტიურ მონაწილე ქვეყანად.საუბარი ასევე შეეხო საქართველოს გაცხადებულ სურვილს, 2027 წელს ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანა გახდეს. გამოითქვა იმედი, რომ მონაწილე ქვეყნები მხარს დაუჭერენ საქართველოს კანდიდატურას.შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.