აშშ-ის ბლოკადის გაგრძელების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტე დაიხურება, - ამის შესახებ ირანის პარლამენტის თავმჯდომარე, მოჰამედ ბაგერ ღალიბაფი სოციალურ ქსელში წერს.
„აშშ-ის პრეზიდენტმა ერთ საათში შვიდი განცხადება გააკეთა და შვიდივე მათგანი სიცრუე იყო. მათ ამ ტყუილებით ომი ვერ მოიგეს და ტყუილებით მოლაპარაკებებშიც ნამდვილად ვერაფერს მიაღწევენ. ბლოკადის გაგრძელებს შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტე ღია არ დარჩება“, - წერს ღალიბაფი X-ზე.
ასევე, ღალიბაფის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში გავლა „განსაზღვრული მარშრუტით“ და „ირანის ნებართვით“ მოხდება.
ცნობისთვის, გუშინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის გაიხსნა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ სრუტე სრულად გაიხსნა, თუმცა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება.