დონალდ ტრამპი - ბირთვულ მტვერს გავიტანთ, ეს მარტივია, ირანთან ერთად შევალთ და 100%-ით აშშ-ში დავაბრუნებთ - თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ ნაკლებად მეგობრული ფორმით მივიღებთ - Palitra News

დონალდ ტრამპი - ბირთვულ მტვერს გავიტანთ, ეს მარტივია, ირანთან ერთად შევალთ და 100%-ით აშშ-ში დავაბრუნებთ - თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ ნაკლებად მეგობრული ფორმით მივიღებთ

2026-04-18 12:02:27+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეთანხმების დადების შემდეგ აშშ ირანიდან გამდიდრებულ ურანს გაიტანს.

„ჩვენ ბირთვულ მტვერს გავიტანთ. ეს მარტივია. ჩვენ მას შეთანხმების დადებიდან გარკვეულ მომენტში გავიტანთ. იქ ირანთან ერთად შევალთ და 100%-ით აშშ-ში დავაბრუნებთ. თუ ამას არ გავაკეთებთ, მაშინ მას სხვა ფორმით მივიღებთ - ნაკლებად მეგობრული ფორმით“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს.

ასევე, ტრამპის თქმით, შეთანხმების ფარგლებში ირანი ჰორმუზის სრუტეში გასვლაზე გადასახადს ვერ დააწესებს.

„არა, გადასახადები არ იქნება. არა, არავითარ შემთხვევაში“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.