Sky News - ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების პირველი მასშტაბური გადაადგილება შეინიშნება - Palitra News

Sky News - ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების პირველი მასშტაბური გადაადგილება შეინიშნება

2026-04-18 12:27:25+04:00

ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ჰორმუზის სრუტეში ტანკერების პირველი მასშტაბური გადაადგილება შეინიშნება , - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

საზღვაო ნავიგაციის მონიტორინგის ვებგვერდის MarineTraffic-ის მონაცემებით, დღეს დილით ჰორმუზის სრუტეში ორივე მიმართულებით რამდენიმე ტანკერმა გაიარა.

გამთენიისას ჰორმუზის სრუტეში თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდმა ოთხმა ტანკერმა გაიარა, ხოლო შემდეგ ნავთობით და ქიმიური პროდუქტებით დატვირთულმა რამდენიმე ტანკერმა.

ცნობისთვის, გუშინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტე კომერციული გემებისთვის გაიხსნა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ სრუტე სრულად გაიხსნა, თუმცა აღნიშნა, რომ ირანის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება.