ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე დასკვნით სხდომა მიმდინარეობს - Palitra News

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე დასკვნით სხდომა მიმდინარეობს

2026-04-18 12:44:11+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულების, ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე დასკვნით სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე, ადვოკატები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ. პროცესს ესწრება ბრალდებული გიორგი მიქაძე და მისი კანადელი ადვოკატიც. სასამართლოს გარე პერიმეტრზე უსაფრთხოების მიზნით სამართალდამცავები არიან მობილიზებული.