შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ტერიტორია დღეს გამოიყენება სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფისთვის - Palitra News

შალვა პაპუაშვილი - ევროკავშირის ტერიტორია დღეს გამოიყენება სხვა ქვეყნების სუვერენიტეტის ხელყოფისთვის

2026-04-18 12:48:05+04:00

ძლიერი იდენტობა, კეთილდღეობის ძლიერი მაჩვენებლები, ძლიერი დემოკრატია და სამართლის უზენაესობა - მმართველი გუნდის აზრით, ევროკავშირის წარსული ამ ღირებულებებზე დგას, თუმცა აწყმოში სამივე მიმართულებით გამოწვვები უფრო ხილული და თვალსაჩინოა. "ქართული ოცნება" ევროკავშირის წევრობის სურვილს ადასტურებს, და მანკიერი ტენდენციების აღმოფხვრასა და დაძლევას, მთავარი მიზნის მიღწევის წინაპირობად ასახელებს.