გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, იალღუჯის ტერიტორიაზე არსებული სახიფათო ნარჩენების ისტორიული სამარხის მიმდინარე მდგომარეობა ადგილზე შეაფასა და ობიექტის შემდგომი მართვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები განიხილა. იგეგმება საქართველოში სახიფათო ნარჩენების განთავსების ახალი თანამედროვე ობიექტის მშენებლობა.