აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი გამდიდრებული ურანის ქვეყნიდან გატანაზეც დათანხმდა, თუმცა თეირანი ამ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს. CBS-თან სატელეფონო ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ შეთანხმების ფარგლებში აშშ ირანთან ერთად იმუშავებს, რათა ადგილზე მოხდეს ურანის მიღება და მისი შემდგომი გატანა. მისივე თქმით, პროცესში ამერიკელი სახმელეთო ჯარების გამოყენება არ იგეგმება და შეთანხმების შემთხვევაში სამხედრო დაპირისპირების საჭიროებაც აღარ იქნება. ტრამპი აცხადებს, რომ საბოლოოდ გამდიდრებული ურანი შეერთებულ შტატებში გადაიტანება.