აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დამატებით 30 დღით შეამსუბუქა. აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებით, გასულ თვეში გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადა გახანგრძლივდა და ქვეყნები რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას 16 მაისამდე შეძლებენ. საშეღავათო ნებართვა რუსული ნავთობის გაყიდვას, გადაზიდვასა და გადმოტვირთვას მოიცავს იმ ტანკერებიდან, რომელთა ჩატვირთვაც 17 აპრილამდე მოხდა. ირანში ომის ფონზე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 30-დღიანი საშეღავათო ნებართვა 12 მარტს გამოსცა, რათა ქვეყნებს ზღვაში მყოფი სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეეძინათ.