ალექსანდრე ლუკაშენკო - მაკრონი, მერცი და ტრამპი მედროვეები არიან - Palitra News

ალექსანდრე ლუკაშენკო - მაკრონი, მერცი და ტრამპი მედროვეები არიან

2026-04-18 13:58:29+04:00

მაკრონი, მერცი და ტრამპი მედროვეები არიან , - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ RT-ს ჟურნალისტ რიკ სანჩესთან ინტერვიუში განაცხადა.

ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, დასავლელი ლიდერების პრობლემა ის არის, რომ ისინი ცდილობენ მოკლე დროში მაქსიმალური პირადი სარგებელი მიიღონ.

„თქვენ დასავლეთში გყავთ მაკრონი, მერცი და სხვები - ისინი მედროვეები არიან. ისინი მოვიდნენ, ყველაფერი მიიტაცეს და წავიდნენ. ეს მათი პოლიტიკის საფუძველს წარმოადგენს. ისინი საფრანგეთსა და გერმანიაში ხალხზე არ ფიქრობენ და ეს მათი პრობლემაა“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც „მედროვეა“.

„ის მედროვეა. მას ოთხი წელი აქვს. რას გააკეთებს ოთხ წელიწადში? არაფერს. ის ვერაფერს გააკეთებს. ამიტომ, პრეზიდენტს მეტი დრო უნდა ჰქონდეს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.